საიტის საარქივო მასალა
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები, როგორც წესი, საკუთარი სიბერის დაგეგმვაზე იწყებენ ფიქრს, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი პენსიას უკავია. დღევანდელი საპენსიო სისტემა სახელმწიფო პენსიასა და კერძო დაგროვებით ფონდებს ეფუძნება. სახელმწიფო პენსია, რომელიც, ფაქტობრივად, სოციალური დახმარებაა საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის, ოდნავ აჭარბებს (180 ლ.) ოფიციალურ საარსებო მინიმუმს (167 ლ.). ახალ საპენსიო მოდელზე კი საქართველო 2019 წლის 1 იანვრიდან გადადის. თუმცა ქვეყანაში წლებია არსებობს კერძო სადაზღვევო ფონდები, რომელის სპეციალისტების განცხადებით, პოპულარული ვერ გახდა.
გადაწყვეტილება მოულოდნელი და რთული გასაგებია, - ასე გამოეხმაურა სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი გადაწყვეტილებას, რომლითაც მოგების დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის 2023 წელს ამოქმედდება და არა 2019-ში, როგორც ამას კომპანიები ითხოვდნენ.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და დავების განმხილველი ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი „სადაზღვევო დავების არბიტრაჟის წესით განხილვის სპეციფიკა“, წარმატებით დასრულდა!
„არაფერი გაუკეთებელი არ არის, მთავრია ტექნიკური ზედამხედველობა იყოს გამართული. ეს სადაზღვევო კომპანიებისთვის ჩვეულებრივი ბიზნესია“-ასე შეაფასა „დაზღვევის ასოციაციის“ პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც დეველოპერებს დასრულებული შენობების ფარული დეფექტების დაზღვევას დაავალდებულებს.
"სადაზღვევო კომპანია ალფა" მუდმივად ზრუნავს საცალო მიმართულების განვითარებაზე. კომპანიამ წინა წელთან შედარებით ავტო დაზღვევის მიმართულებით მნიშვნელოვანი, უპრეცედენტო ზრდა განიცადა, კერძოდ კი 2017 წელს დაზღვეული ავტომობილების (7370 ავტომობილი) 80%, 2018 წლის მხოლოდ 2 თვეში შეასრულა. მიმდინარე წლის იანვარ– და თებერვლის მონაცემებით, უკვე 5790 ახალი პოლისი ფიქსირდება და ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.
არქივი