საიტის საარქივო მასალა

საპენსიო სქემის მონაწილეთა რიცხვმა იმატა სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" საპენსიო სქემის მონაწილეთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის საპენსიო სქემის მონაწილეების რიცხვმა 8000–ს მიაღწია. ალდაგი ბისიაის საპენსიო ფონდი უმსხვილესი საპენსიო ფონდია საქართველოში, რომელსაც 2010 წელს 5 წელი შეუსრულდა და 2010 წელს წლიურმა მომგებიანობამ 12.11 % შეადგინა.საპენსიო სქემის მონაწილეს საშუალება აქვს აირჩიოს სამი სახეობის საპენსიო სქემიდან ერთ-ერთი: მუდმივი, ვადიანი ან ერთჯერადი პენსია.
ინტერვიუ თინათინ სტამბოლიშვილთან საზღვარგარეთ გამგზავრებისას, სადაც სავიზო რეჟიმია, მგზავრი ვალდებულია სამოგზაურო დაზღვევა შეიძინოს. უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება მოხსნილია. გამოდის, რომ ისინი დაუზღვევლები არიან და არც კი ფიქრობენ ამაზე. არადა, სამოგზაურო დაზღვევა  ძალიან იაფი ღირს, დღეში 1 ლარი და 50 ათასი ევროს ფარგლებში ფარავს საზღვარგარეთ მკურნალობას იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა. მოვუწოდებ, რომ ყველამ შეიძინოს ასეთი დაზღვევა და დაიცვან თავი. ასეთი დაზღვევის პოლისები იყიდება ყველა სადაზღვევო კომპანიაში და მათ შორის ჩვენი კომპანიის ოფისშიც.
ავტო დაზღვევის ინოვაციური პროდუქტი აი სი ჯგუფისგან "აი სი ჯგუფი" საკუთარ მომხმარებელს ინოვაციურ ავტო დაზღვევის პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც განახლებული პირობებით და ტექნოლოგიური მხარდაჭერით უპრეცედენტოა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ახალი ავტო დაზღვევის პოლისის მიღება მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტის გარეშე ზუსტად 15 წუთში შეეძლება, დაზღვევის ყველა საჭირო პროცედურას სადაზღვევო აგენტები გამოძახების ადგილზე მოაგვარებენ.
პარტნიორისა და თეგეტა მოტორსის ერთობლივი პროდუქტი სადაზღვევო კომპანია "პარტნიორს" და კომპანია "თეგეტა მოტორს" შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. პროდუქტი  PREMIUM CASCO 9 მარტს გამოვა ბაზარზე და „პარტნიორის“ და „თეგეტა მოტორსის“ ოფისებში გაიყიდება. მემორანდუმს  ხელი ორი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მოაწერა. ახალი პროდუქტი მოიცავს როგორც ავტომობილების დაზღვევას, ასევე მის მომსახურებას, დაწყებული მათი უფასო დიაგნოსტიკით და დამთავრებული ავტომობილების შეკეთებით და ავტოსათადარიგო ნაწილების შეღავათიანი ტარიფით შეძენით თეგეტა მოტორსის ცენტრებში.
უფასო გამოკვლევა სტუდენტებს სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ. კვალიფიცირებულმა ექიმებმა 650 სტუდენტი უახლესი ულტრასონოგრაფიული აპარატურით გამოიკვლიეს, რის შედეგადაც, 90 შემთხვევა გამოვლინდა. აქციის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია "იმედი ელმა" ლაბორატორია "მრჩეველში" დეტალური ჰორმონალური კვლევა უზრუნველყო.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia