საიტის საარქივო მასალა

შესაძლებელი იქნება თუ არა სადაზღვევო პოლისის განვადებით შეძენა? სადაზღვევო სექტორი პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდას ცდილობს. „სადაზღვევო ასოციაცია“ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად ბანკებისთვის სპეციალურ შეთავაზებაზე მუშაობს, რომელიც პოლისების განვადებით შეძენას გულისხმობს. პოლისების ხელმისაწვოდმობის და საცალო გაყიდვების სტიმულირებისთვის ასოციაცია სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მათ შორის ბანკებთან თანაშრომლობაცაა.
უპრეცედენტო სადაზღვევო პროდუქტი მაღაროელებისთვის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ და სადაზღვევო კომპანია ”ჯიპიაი ჰოლდინგი” დღეს ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას კომპლექსური სადაზღვევო მომსახურების შესახებ. 
სადაზღვევო პროგრამა „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში“ შემავალი „საქნახშირის“ ყველა თანამშრომელს ეხება და უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევას. ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ ”ჯიპიაი ჰოლდინგისა” და ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მენეჯმენტი თავად წარუდგენს მაღაროელებს დაზღვევის პირობებს. 
ფრანგული კომპანია ქართული ბაზრით დაინტერესდა
ქართულ ბაზარზე, შესაძლოა, ფრანგული სადაზღვეო კომპანია შემოვიდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საფრანგეთში სტუმრობისას, სადაზღვეო კომპანია "COFACE"-ში იმყოფებოდა, სადაც კომპანიის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდა. "COFACE"-ის მენეჯმენტმა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ათვისების სურვილი ღიად დააფიქსირა. ფრანგული კომპანია "COFACE" სადაზღვეო ბაზარზე 1946 წელს შევიდა.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია 15 წლისაა!!!! 2001 წლის 21 მარტს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციას დაფუძნებიდან 15 წელი შეუსრულდა. ჩამოყალიბების პერიოდიდან - 1996 წლიდან დღემდე განვლილ პერიოდში სადაზღვევო ასოციაცია  ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ პროფესიულ კავშირად ჩამოყალიბდა, რომლის უპირველეს მიზნებად დაფუძნების დღიდანვე დასახულია: საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის პოპულარიზაცია და მასზე მოთხოვნილების გაზრდა; სადაზღვევო ინდუსტრიის, როგორც მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული.. 
მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან საქართველოს სადაზღვევო ასოციაციასა და შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია საუნივერსიტეტო პროცესების ეფექტიანობის ამაღლება და სტუდენტთა მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებად ჩამოყალიბება; სასწავლო პროცესის ფოკუსირება პრაქტიკის მოთხოვნებზე და საჭიროებებზე, სტუდენტთა თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და სადაზღვევო ბიზნესში კარიერის დაგეგმვისა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოება.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2025
CREATED BY
Neomedia