საიტის საარქივო მასალა

ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი კომპანია შეემატა

ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატა. კომპანია “უნისონმა” არა-სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია ეროვნული ბანკისგან თებერვლის დასაწყისში მიიღო. “უნისონის” გენერალური დირექტორი რადიო „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ კომპანიის გააქტიურებასა და სადაზღვევო პროდუქტებზე მუშაობა ამ ეტაპზე მიდის, ამიტომ დეტალების გახმაურებისაგან თავს იკავებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა დაზღვევით კმაყოფილია(GBC)
GBC-ის მკითხველთა უმრავლესობა სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით კმაყოფილია. ინტერაქტიულ გამოკითხვაში - კმაყოფილი ხართ თქვენი მომსახურე სადაზღვევო კომპანიის სერვისით - მონაწილეობა 412 რესპოდენტმა მიიღო. ინტერაქტიული გამოკითხვა ვებ-გვერდზე http://www.gbc.ge/ 7-22 თებერვლის პერიოდში მიმდინარეობდა.

ინტერვიუ გურამ მირზაშვილთან 2010 წელს უკვე აშკარად  გამოიკვეთა შემდეგი  სურათი: საქართველოს  სადაზღვევო ბაზრის ძალზედ  დიდი  წილი ჯანმრთელობის დაზღვევას,ბევრად ნაკლები წილი კი დაზღვევის სხვა სახეობებს უკავია. ადრე ჯანმრთელობის დაზღვევას შედარებით მოკრძალებული ადგილი ეკავა, თუმცა სადაზღვევო ბაზარიც შედარებით პატარა იყო. დაზღვევის სხვა  სახეობებს დიდი განვითარება არ ეტყობა. მაგალითად, ქონების დაზღვევის ბაზარზე ამ წელს  მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნებოდა.
საქართველოს ბაზრით AXA Group დაინტერესდა

საქართველოს ბაზრით უმსხვილესი ტრანსნაციონალური სადაზღვევო კომპანია AXA Group დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან დაზღვევის ბაზრის ზედამხედველი ორგანოს - საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

ტრენინგ კურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ
დღეს, 8 თებერვალს 19 საათზე საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ოფისში (ჩიტაიას ქუჩა 9ა, ტელეფონი 91-20-40) სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის ეგიდით ჩატარებული პირველი სადაზღვევო ტრენინგ-კურსის მონაწილეებს წარმატების სერტიფიკატები გადაეცემათ. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობის განმტკიცების პროექტთან (USAID Health System Support Project) პარტნიორებით უკვე რამდენჯერმე წარმატებით განახორციელა დაზღვევის პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების და მომხმარებლის მომსახურების უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვის ხელშემწყობი პროფესიული სასწავლო კურსები.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2025
CREATED BY
Neomedia