საიტის საარქივო მასალა
მათთვის, ვინც კორონავირუსის გამო, შემოსავლები დაკარგა, შესაძლოა, სადაზღვეო შენატანებზე შეღავათები დაწესდეს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა.
„რამდენიმე კომპანიამ მოგვმართა, რომ გადავხედოთ ხელშეკრულებებს“ – რას სთავაზობს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მთავრობას [07.04.2020]
"ჯიპიაი ჰოლდინგის" კომუნიკაციების დირექტორის თინა სტამბოლიშვილის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიას, კორპორატიული დაზღვევის ხელშეკრულებების გადასახედად, მცირე და საშუალო ბიზნესის ნაწილმა უკვე მიმართა.
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.