საიტის საარქივო მასალა

ჯიპიაი ჰოლდინგი კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს "ჯიპიაი ჰოლდინგი" კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს. სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილებით, 2015 წლის 3 აგვისტოდან ყველა ავტომფლობელს საქართველოში შესაძლებლობა ექნება, დარეგისტრირდეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტიქიისგან დაზღვევის პროგრამაში და მიიღოს სტიიქიისგან დაზღვევის პოლისი უფასოდ.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს ალდაგმა 232 ათასი ლარის ზარალი აუნაზღაურა მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში ფერმერ გიორგი ებანოიძეს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უკვე აუნაზღაურა.  2015 წლის 20 ივნისს, სეტყვამ გიორგი ებანოიძეს ხახვის მოსავლის 75%  გაუნადგურა. სადაზღვევო ანაზღაურებამ  232 ათასი ლარი შეადგინა, რაც სადაზღვევო კომპანია ალდაგმა გიორგი ებანოიძეს გამარტივებული პროცედურების შედეგად, უმოკლეს ვადაში აუნაზღაურა.
დევი ხეჩინაშვილი – საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე, სადაც არ მოქმედებს არცერთი სავალდებულო დაზღვევა
13 მაისის სტიქიის შედეგად წარმოქმნილ ზარალზე და დაზღვევის კომპონენტის მნიშვნელობაზე, აგრეთვე სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვესაუბრებით საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტს, დევი ხეჩინაშვილს.


 

იოსებ გოგოლაშვილი – სტიქიის დროს ქართულმა სადაზღვევო ინდუსტრიამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოამჟღავნა მსოფლიოში არ მეგულება ქვეყანა, რომლის სადაზღვევო ინდუსტრიასაც ისეთი თანადგომა გაეწიოს დაზღვეულებისთვის და ისეთი სწრაფი რეაგირება ჰქონოდა მომხდარზე, როგორიც თბილისის სტიქიის შემდეგ ქართულ სადაზღვევო სექტორს ჰქონდა. ფიზიკური პირების შემთხვევაში უკვე ზარალის 80 პროცენტია გადახდილი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ კომპანიებმა მომხმარებელს არ მოსთხოვეს ანაზღაურებაში თანამონაწილეობა იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულებები ამას ითვალისწინებს. 
GPI Holding Experienced the Biggest Increase in Income of All Companies The FINANCIAL -- Within the first quarter of 2015, insurance company GPI Holding, a member of Vienna Insurance Group, made significant achievements in various lines of insurance, securing the position of leading company in the insurance industry.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia