საიტის საარქივო მასალა

საქართველოს ბაზრით AXA Group დაინტერესდა

საქართველოს ბაზრით უმსხვილესი ტრანსნაციონალური სადაზღვევო კომპანია AXA Group დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაფასებლად იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი ხვდებიან დაზღვევის ბაზრის ზედამხედველი ორგანოს - საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

ტრენინგ კურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ
დღეს, 8 თებერვალს 19 საათზე საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ოფისში (ჩიტაიას ქუჩა 9ა, ტელეფონი 91-20-40) სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის ეგიდით ჩატარებული პირველი სადაზღვევო ტრენინგ-კურსის მონაწილეებს წარმატების სერტიფიკატები გადაეცემათ. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობის განმტკიცების პროექტთან (USAID Health System Support Project) პარტნიორებით უკვე რამდენჯერმე წარმატებით განახორციელა დაზღვევის პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების და მომხმარებლის მომსახურების უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვის ხელშემწყობი პროფესიული სასწავლო კურსები.

ალდაგი ბისიაი სოფლის მეურნეობის კულტურებს აზღვევს სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი აგროდაზღვევის სფეროში ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს.  2011 წლის 1 კვარტალში ალდაგი ბისიაი მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების დაზღვევის ისეთ პროდუქტებს შესთავაზებს, როგორიცაა შინაური ცხოველების, სათბურების, სიმინიდის და სხვა კულტურების დაზღვევა. 
პირველ პაციენტებს საავადმყოფოები 2011 წელს მიიღებენ ოთხი წლის განმავლობაში ”ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ პროგრამიდან მიღებული შემოსავლიდან (77 117 654 ლ) მოგებამ შეადგინა 5 545 033 ლ. შესაბამისად, მოგების მარჟამ - 7%.
გიორგი კვირიკაძე, ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი: ”მიღებული მოგება მთლიანად მოხმარდება 10 საავადმყოფოს მშენებლობის პროექტს, თუმცა ცხადია ეს თახა არ არის საკმარისი და დამატებით უნდა მოვიზიდოთ მინიმუმ 20მლნ ლარი.
დაზღვეულების 73% კმაყოფილია ”ველფეარ ფაუნდეიშენის” მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევით დაზღვეულების 73% კმაყოფილია პროგრამით და სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურებით. ამავე კვლევის თანახმად, ჩვენი კომპანიის მომსახურებით ბენეფიციართა ზოგადი კმაყოფილება 70%-ია. კვლევაში ირკვევა, რომ დაზღვეულების უმეტეს ნაწილს აქვს ინფორმაცია დაზღვევის შესახებ - გამოკითხულთა 84% ადასტურებს, რომ სადაზღვევო კომპანიებისგან მათ მიიღეს განმარტება დაზღვევის შესახებ.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia