საიტის საარქივო მასალა

„უნდა წავიდეთ დასაქმებულებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღების გზით“ - დევი ხეჩინაშვილი

საქართველოში დაზღვევის კულტურა ნელი ტემპებით, თუმცა მაინც ვითარდება, რასაც მიმდინარე წლის პირველი თვეების წინასწარი მონაცემებიც ადასტურებს, სადაც ჯანმრთელობის და ავტომობილის სადაზღვევო პოლისების რაოდენობა დაახლოებით 10%-თაა გაზრდილი, თუმცა ქონების მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს.
ამასთან, სექტორის დაზუსტებული კვარტალური მაჩვენებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა.
დაზღვეული ფართობების მოცულობა 14%-ით გაიზარდა - აგროდაზღვევის შედეგები

ივნისში, საქართველოში დაზღვეული ფართობების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  14%-ით გაიზარდა. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ „აგროპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის 17 300 ჰექტარზე მეტი ფართობია  დაზღვეული.
„ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა“ - ასოციაცია

სადაზღვევო ბაზარზე ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის 50 ათასამდე პოლისია მოქმედი. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“ განმარტა, ინდივიდუალურ დაზღვევაზე მოთხოვნა „საყოველთაო ჯანდაცვის“ ამოქმედებამ შეამცირა.
300 მლნ ლარით გაზრდილი ბაზარი და 200 ლარიანი პაკეტი - რას შეცვლის ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა?

„ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღება რამდენიმე კვირაში იგეგმება. კანონპროექტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქეებს ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო წესით 2024 წლიდან მოუწევთ, სავარაუდოდ მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური პრემიის მოცულობა 150-დან 200 ლარის ფარგლებში იქნება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მოლოდინით, სავალდებულო დაზღვევის პაკეტის ამოქმედების შემდეგ 900 მილიონიანი ბაზარი 30%-ით გაიზრდება.
2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება

1997 წლის 2 მაისს პირველად საქართველოში მიღებულ იქნა კანონი დაზღვევის შესახებ. სწორედ ამ ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით  „საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის“ გადაწყვეტილებით 2022 წელს ეს დღე დაზღვევის დღედ იქნა დაწესებული.  
 

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2025
CREATED BY
Neomedia