საიტის საარქივო მასალა

სადაზღვევო სფეროზე მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ ერთი წლის დაგვიანებით, 2024 წლიდან ამოქმედდება

სადაზღვევო სფეროზე მოგების გადასახადის „ესტონური მოდელი“ ერთი წლის დაგვიანებით, 2024 წლიდან ამოქმედდება. როგორც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა „სადაზღვევო სექტორი გამოიყოფა, ზოგადად საფინანსო სექტორისგან და სადაზღვევო სექტორისთვის 1 წლით გადავადდება „ესტონურ მოდელზე“ გადასვლა“.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლისა და უკან დაბრუნების პროცედურები გაუგებარია - დევი ხეჩინაშვილი

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. კლინიკების დაფინანსების DRG-სისტემის ამოქმედების შემდეგ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა პაციენტებს VIP მომსახურებას აღარ დაუფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტების ის ნაწილი, რომელსაც კლინიკისგან განსაკუთრებული მომსახურების მიღება ენდომება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ერთჯერადად გავა და ამ მომსახურების საფასურს თვითონ ან თუ დაზღვეულია, კერძო სადაზღვევო კომპანია გადაიხდის.

„ეს სერვისია და არა საჩუქარი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია, საქართველოს გარდა“ - რას ითხოვს სადაზღვევო ბიზნესი

სადაზღვეო სექტორი ხელისუფლების გადაწყვეტილების მოლოდინშია, ამოქმედდება თუ არა ავტო მფლობელებისათვის მესამე პირის დაზღვევის სავალდებულოობის მექანიზმი.
რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე„ დაღვევის ასოციაციის ხელმძღვანელი, დევი ხიჩინაშვილი ამბობს, რომ ახლა ცვლილების მისაღებად საუკეთესო დროა.
პირდაპირ უნდა ითქვას, არავითარი ინტერესი მიგრანტების მხრიდან დაზღვევის შეძენის ნაწილში არ არსებობს - დევი ხიჩინაშვილი

ქვეყანაში მიგრანტების გაზრდილი ნაკადი სადაზღვევო სექტორის მიმართვინობაზე არ ასახულა - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ დაზღვევის ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
დევი ხიჩინაშვილის თქმით, ახლა ქვეყანაში საჭირო საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობს და არის შემთხვევები, როცა მიგრანტები სამედიცინო მომსახურების თანხას არ იხდიან.
კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემის კანონპროექტის მიღება შემოდგომაზე იგეგმება - რა რეკომენდაციები აქვს სადაზღვევო სექტორს?

აზიის განვითარების ბანკმა თბილისში კერძო ნებაყოფლობითი საპენსიო სისტემის კანონპროექტის განხილვას უმასპინძლა ბაზრის მონაწილეებთან. კონსულტაციის თანაორგანიზატორი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. როგორც ADB-ში აღნიშნავენ, სადაზღვევო კომპანიებთან, აქტივების მმართველ ორგანიზაციებთან და საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად მიღებული მოსაზრებები და უკუკავშირი გათვალისწინებული იქნება კანონპროექტის მომზადების პროცესში.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia