საიტის საარქივო მასალა

ზარალის ნაწილს იმედი ელ აანაზღაურებს
სეტყვის შედეგად კახეთში ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაზიანდა. მათ შორის რამდენიმე ათეული ჰექტარი სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" დაზღვეულია. მიწების დაზღვევა ახალი პროდუქტის ფარგლებში მოხდა, რომელიც "იმედი ელმა" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან ერთად შექმნა. 1 აპრილიდან ფერმერს მოსავლის დაზღვევა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით გამოწვეული ზარალისგან, განვადებით შეუძლია. პროექტის ფარგლებში "იმედი ელმა" უკვე აგროდაზღვევის 500-მდე პოლისი გასცა.

დაისვენე მაშინ, როცა გჭირდება
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი ავტომანქანის მფლობელთათვის სეზონურ აქციას აგრძელებს. ამჯერად, ყველა მომხმარებელი, რომელიც ამ აქციის განმავლობაში ავტომობილს დააზღვევს, საჩუქრად მიიღებს:

■ვიქენდს  ბათუმის შერატონში        
■ვიქენდს რადისონ ბლუ, ბათუმში
■ შოპ–ტურს სტამბულში

ალდაგი ბისიაი საზაფხულო აქციას იწყებს სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი ავტომანანის მფლობელთათვის სეზონურ აქციას აგრძელებს. ამჯერად, ყველა მომხმარებელი, რომელიც ამ აქციის განმავლობაში ავტომობილს დააზღვევს, საჩუქრად მიიღებს ვიქენდს ბათუმის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, ან შოპ-ტურს სტამბულში. ავტოდაზღვევით დაინტერესების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ალდაგი ბისიაის ქოლ ცენტრში, შემდეგ ნომერზე:444-999, ან სურვილისამებრ გამოიძახონ სადაზღვევო აგენტი, რომელიც მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას აქციასთან აირჩიეთ სასურველი ავტოდაზღვევის პროდუქტი, ისარგებლეთ დამატებითი ბენეფიტებით და იფიქრეთ მხოლოდ დასვენებაზე.
ჯიპიაი ჰოლდინგი პროექტში - საჭესთან ფხიზლად
11 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების დღეს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ინიციატივით პროექტი „საჭესთან ფხიზლად" დაიწყო, რომელიც პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში მოეწყო. აღნიშნული ღონისძიება  არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ინიციატივით ხორციელდება. პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი, ამერიკის საელჩო საქართველოში,  კომპანიები "ნატახტარი" და „ტოიოტა".

სოციალური პროექტი ალდაგისგან კვლავ გრძელდება სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის სოციალური პროექტი „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს“ ამჯერად ქუთაისის ბავშთა სახლს უმასპინძლებს.  სოციალური პროექტი მიზნად ისახავს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის დაუვიწყარი დღესასწაულების მოწყობას.  პროექტში  მონაწილეობას მიიღებენ   რეგიონებში განთავსებული სხვადასხვა ბავშვთა სახლის აღსაზრდელები.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia