საიტის საარქივო მასალა
სადაზღვევო ბაზრის ლიდერობას იმედი ელ ინარჩუნებს [22.02.2011]
ქართული სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 83 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის 2010 წლის სამი კვარტლის მონაცემი, რომელსაც ეროვნული ბანკი აქვეყნებს. ამ პერიოდში ბაზრის მოთამაშეების მიერ მოზიდულმა პრემიამ 305 მილიონს გადააჭარბა, ანაზღაურებული ზარალი კი 140 მილიონს შეადგენდა. ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი კომპანია შეემატა [22.02.2011]
ქართულ სადაზღვევო ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატა. კომპანია “უნისონმა” არა-სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია ეროვნული ბანკისგან თებერვლის დასაწყისში მიიღო. “უნისონის” გენერალური დირექტორი რადიო „კომერსანტთან“ საუბარში ამბობს, რომ კომპანიის გააქტიურებასა და სადაზღვევო პროდუქტებზე მუშაობა ამ ეტაპზე მიდის, ამიტომ დეტალების გახმაურებისაგან თავს იკავებს.
გამოკითხულთა უმრავლესობა დაზღვევით კმაყოფილია(GBC) [22.02.2011]
GBC-ის მკითხველთა უმრავლესობა სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით კმაყოფილია. ინტერაქტიულ გამოკითხვაში - კმაყოფილი ხართ თქვენი მომსახურე სადაზღვევო კომპანიის სერვისით - მონაწილეობა 412 რესპოდენტმა მიიღო. ინტერაქტიული გამოკითხვა ვებ-გვერდზე http://www.gbc.ge/ 7-22 თებერვლის პერიოდში მიმდინარეობდა.
ინტერვიუ გურამ მირზაშვილთან [16.02.2011]
2010 წელს უკვე აშკარად გამოიკვეთა შემდეგი სურათი: საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ძალზედ დიდი წილი ჯანმრთელობის დაზღვევას,ბევრად ნაკლები წილი კი დაზღვევის სხვა სახეობებს უკავია. ადრე ჯანმრთელობის დაზღვევას შედარებით მოკრძალებული ადგილი ეკავა, თუმცა სადაზღვევო ბაზარიც შედარებით პატარა იყო. დაზღვევის სხვა სახეობებს დიდი განვითარება არ ეტყობა. მაგალითად, ქონების დაზღვევის ბაზარზე ამ წელს მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნებოდა.