საიტის საარქივო მასალა

გერმანული სადაზღვევო კომპანიების კოშმარული სიზმარი თუ დეპრესიისადმი მიდრეკილი გერმანელი „ მარილზე წასვლაზე“ ხშირად ლაპარაკობს, ნათესავები მის დაზღვევას არ იჩქარებენ, რადგანაც გერმანიაში თითქმის არ არსებობს კომპანია, რომელიც სუიციდის შემთხვევაში ფულს გადაიხდის. სიცოცხლის დაზღვევის  ხელშეკრულებაში უმრავლეს შემთხვევაში დევს პუნქტი, რომ ფული თვითმკვლელობის შემთხვევაში არ გადაიხდება, მიუხედავად თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზისა.
მსოფლიო სადაზღვევო ბაზრის ახალი მიმართულება - დაზღვევა ტერაქტისგან გერმანიაში მოსალოდნელი ტერაქტების საფრთხის გამო, დაზღვევის მსურველთა რაოდენობამ ფირმა „Exstremus“ - ში საგრძნობლად მოიმატა. ტერაქტებისგან თავის დასაზღვევად, ამ კომპანიაში 7 ათასი ობიექტი და 1300 კლიენტია უკვე დაზღვეული. მათ შორის ორი ავტოკონცერნი, კომპანიების უძრავი ქონება, ბანკები, საწარმოები და თითქმის ყველა გერმანული აეროპორტი.
რამდენად ფასდება ამერიკელის სიცოცხლე? ამერიკის შეერთებულ შტატებში ავიამგზავრის სიცოცხლის საშუალო ღირებულებას   ტრანსპორტის სამინისტრო ადგენს და სამ მილიონ დოლარად აფასებს. ავიაკატასტროფის დროს მგზავრის დაღუპვის შემთხვევაში, თანხას დაზარალებულის ოჯახი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს.
ესპანეთი - დაზღვევა ბიუროკრატიისგან? ჯერ კიდევ ათი წლის წინ ესპანეთის სადაზღვევო სისტემა ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის სამაგლითოდ გამოდგებოდა. სამედიცინო ცენტრები ქვეყანაში უახლესი აპარატურით აღჭურვეს, ექიმები მკურნალობის სხვადასხვა საშუალებებს სთავაზობდნენ ავადმყოფებს, დამატებითად ფულის გადახდა ამ ყველაფერში საჭირო სულაც არ იყო.
„ჯიპიაი“-ს დაზღვევის საფასურის გადახდა გამარტივდა

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დაზღვევის საფასურის გადახდა ან საპენსიო ფონდის შენატანის გაკეთება ამიერიდან მარტივად და კომფორტულად სწრაფი გადახდის აპარატების PAYBOX, TBC PAY და OSMP საშუალებით არის შესაძლებელი. ამ სერვისით სარგებლობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგეძლებათ.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia