საიტის საარქივო მასალა
რატომ იზღვევენ თავს მამაკაცები ცოლებისგან? [12.09.2010]
სულ უფრო მოუხშირეს სიარულს ბრიტანულ სადაზღვევო კომპანიებში მდიდარმა მამაკაცებმა. დაქორწინებას კი აპირებენ, მაგრამ ქორწილის შემდეგ თავის დაზღვევა და ცოლებისგან თავის დაცვაც სჭირდებათ
ქალების დაზღვევა სექსუალური ძალადობისგან? [12.09.2010]
იაპონურმა სადაზღვევო კომპანიებმა დაიწყეს ქალების დაზღვევა არასასურველი “თაყვანისმცემლებისგან”. ვარაუდობენ, რომ ეს პოლისი დიდი პოპულარობით ისარგებლებს.
ლაგოდეხში 15 საწოლიანი კლინიკა აშენდება [12.09.2010]
„არქიმედეს გლობალ ჯორჯია" ლაგოდეხში 15-საწოლიანი კლინიკის მშენებლობაში 1 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. წნორში 15-საწოლიანი ევროპული სტანდარტების საავადმყოფო აშენდება. „არქიმედეს სამედიცინო ცენტრში" განთავსდება მაღალი დონის ტექნიკით აღჭურვილი საოპერაციო ბლოკი, ამბულატორიული და სამშობიარო განყოფილებები, კეთილმოწყობილი პალატები 15 კაცზე.
ქართული სადაზღვევო ბაზარი 33 % გაიზარდა [11.09.2010]
2009 წლის განმავლობაში კომპანიების მიერ მიზიდული ჯამური პრემიის მთლიანი მოცულობიდან 360,45 მლნ. ლარიდან 247,255 ლარი სამედიცინო დაზღვევას უკავია. მეორე ადგილზე ქონების დაზღვევაა და მისი წილი 8,22%-ს შეადგენს. მესამე ადგილზე კი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა.
აღებული ვალდებულებების შესრულებას სადაზღვევო ტენდერში გამარჯვებული კიდევ ერთი კომპანია იწყებს. მარნეულში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე "ირაო” ახალ საავადმყოფოს აშენებს. საავადმყოფოს მშენებლობა 2011 წელის დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.