საიტის საარქივო მასალა
სადაზღვევო გზამკვლევის პრეზენტაცია [04.11.2010]
თვალსაჩინოა ის საფრთხეები, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იკვეთება. კერძოდ, სადაზღვევო ბაზარზე ნაკლებად კვალიფიცირებული და სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე სადაზღვევო კომპანიების გააქტიურებამ გააუარესა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი, რაც ნეგატიურად აისახა სადაზღვევო ინდუსტრიისადმი განწყობის საერთო პოზიტიურ ფონზე.
სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაი” -ის ახალი აქცია [27.10.2010]
კომპანია ”ალდაგი ბისიაის” ყველა მომხმარებელი, ვინც აქციის განმავლობაში დააზღვევს ავტომობილს, საჩუქრად საქართველოს სხვადასხვა კურორტზე 2-დღიან საგზურს მიიღებს. "ალდაგი ბისიაის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ივჩენკოს ინფორმაციით, მომხმარებელს შეეძლება თავად აირჩიოს, სად გაატაროს სასიამოვნო "უიქენდი" - ბათუმის შერატონში, სასტუმრო გუდაურში, M Group-ის კურორტ ყვარლის ტბაზე თუ ბაკურიანში.
სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” კერძო საპენსიო ფონდებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერას ითხოვს. კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაძის განცხადებით, სისტემა მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდეს და ხალხის დაინტერესება გამოიწვიოს, მთავრობის მხარდაჭერა და საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.