საიტის საარქივო მასალა
კომერსანტის ექსკლუზივი დადასტურდა – დაზღვევის ზედამხედველობას კოტე სულამანიძე უხელმძღვანელებს [04.01.2017]
"კომერსანტის" ექსკლუზური ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად "პროგრეს ბანკის" ყოფილი ტოპ-მენეჯერი, კოტე სულამანიძე დაინიშნა. სულამანიძემ იოსებ გოგოლაშვილი შეცვალა.
ალდაგის სოციალური რეკრუტინგი [19.12.2016]
საცალო გაყიდვების დირექტორთან ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ანა სიჭინავა საინტერესო გამოწვევის წინაშე დადგა. გაყიდვების გეგმების წარმატებით შესასრულებლად და ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, საცალო გაყიდვების გაძლიერება იყო საჭირო. სადაზღვევო ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაყიდვების მიმართულებით მომუშავე პერსონალს სადაზღვევო აგენტი, გაყიდვების ოფიცერი და გაყიდვების მენეჯერი წარმოადგენენ. სწორედ ამ პოზიციებზე, კომპანიის საჭიროების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით, ალდაგმა მასიური რეკრუტინგი დაიწყო.
კერძო სადაზღვევო პაკეტები 20-25 პროცენტით გაძვირდება [09.12.2016]
ინიციატივა, რომელიც სადაზღვევო კომპანიებიდან საყოველთაო ჯანდაცვის გამიჯვნას ითვალისწინებს, კერძო სადაზღვევო პოლისებს გააძვირებს. როგორც "კომერსანტთან" საუბრისას, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, შესაძლო გამიჯვნას 20–25 პროცენტიანი ზრდა მოჰყვება.