საიტის საარქივო მასალა

სამოგზაურო დაზღვევა შიდა ტურებზე
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" საზაფხულო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით  მოსახლეობას შიდა ტურების სამოგზაურო პოლისს სთავაზობს. პილისის შეძენა შეუძლიათ როგოც ქართველ, ასევე უცხოელ ტურისტებს. პროდუქტის მინიმალური ფასი 6 ლარიდან იწყება, ხოლო დაზღვევის მსურველს შესაძლებლობა  მიეცემა შეიძინოს პროდუქტი მისთვის მოსახერხებელი ნებისმერი დროის ინტერვალით. "ალდაგი ბისიაის" სამოგზაურო პოლისის შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ოფისებში, ასევე 200-ზე მეტ ტურისტულ სააგენტოში.

ტურისტული პაკეტი ონლაინ რეჟიმში
სადაზღვევო ბაზრის ლიდერი “იმედი ელი” საკუთარი ტურისტული პაკეტების გაყიდვების ახალ სერვისს იწყებს. პროდუქტი, რომელიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობისას, დაზღვევას ითვალისწინებს, “იმედი ელის” წარმომადგენელთა განმარტებით, უკვე მოთხოვნადია. აქამდე მისი შეძენა კომპანიის გაყიდვების ცენტრებში იყო შესაძლებელი. ამჟამად კი მოლაპარაკება ტურისტულ კომპანიებთან მიმდინარეობს, რათა გაყიდვა მათი საშუალებითაც მოხდეს

მობიუსმა არსებობა შეწყვიტა
ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას ერთ-ერთი მოთამაშე გამოაკლდა. სადაზღვევო კომპანია “მობიუსმა” ეროვნულ ბანკს თავად მიმართა თხოვნით, რომ სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია შეუჩერდეს. კანონის შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა კომპანია ლიკვიდაციის რეჟიმში გადაიყვანა. რა გახდა, სადაზღვევო საქმიანობაზე უარის თქმის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციისთვის: „მობიუსმა“ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე საქმიანობა 2009 წლის ნოემბრიდან დაიწყო.

ალდაგი ბისიაი -სოციალური პროექტი მესტიაში
სოციალურმა პროექტმა „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს", 27 ივნისს მესტიის ბავშვთა სახლს უმასპინძლა, პროექტის ფარგლებში კომპანია სვანეთის ბავშვთა სახლის 25 აღსაზრდელს გაულამაზა ერთი დღე. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მესტიაში ჩაერთვნენ სათავგადასავლო, სპორტულ-ინტელექტუალურ თამაშში. თამაშის ფარგლებში მათ აღმოაჩინეს დამარხულ განძი. ბავშვების გართობაზე ასევე იზრუნეს მულტიპულტის გმირებმა და ჯამბაზებმა.
აისი ჯგუფის ახალი საავადმყოფო
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა ქალაქ ამბროლაურის საავადმყოფოს მშენებლობა დაასრულა. 25 საწოლიანი ჰოსპიტალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფს. ცერემონიალი საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2025
CREATED BY
Neomedia