საიტის საარქივო მასალა

იმედი ელი ახალ კლინიკებს ხსნის
სადაზღვევო კომპანია „იმედი ელი“ სადაზღვევო პროგრამის ტენდერით გათვალისწინებულ კლინიკებს მიმდინარე წლის 1 დეკემბრისთვის გახსნის. ამის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე აცხადებს. მისი თქმით, „იმედი ელი“ საერთო ჯამში 36–37 ათას კვ. მ. სამედიცინო დაწესებულებას აშენებს, რაც ტენდერის პირობებით გათვალისწინებულზე 2–ჯერ მეტი მოცულობაა. ამ კლინიკებიდან 6 აჭარაში განთავსდება, თითო–თითო კი ყვარელში, ახმეტასა და ადიგენში.

სემინარი: სოფლის მეურნეობის დაზღვევის საერთაშორისო გამოცდილება 20 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ და საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ ჩაატარა სემინარი თემაზე –"სოფლის მეურნეობის დაზღვევის საერთაშორისო გამოცდილება". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშილი, საერთაშორისო ორგანიზაცია "დელოიტ კონსალტინგის" ექსპერტი ედგარ ბალდინი და სხვა.
თორნის და იმედი ელის ერთობლივი პროდუქტი სადაზღვევო კომპანია "იმედი ელს" და დაცვის სამსახურ "თორნის" ბაზარზე ახალი, ერთობლივი პროდუქტი გამოაქვთ. კომპანიები ქონების კომპლექსური დაცვისთვის მომხმარებელს ექსკლუზიურ შეთავაზებას უკეთებენ. აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება, საკუთარი ბინა, სახლი ან აგარაკი უპრეცედენტო ფასად დაიცვას და დააზღვიოს გაუთვალისწინებელი მოვლენების შედეგად დამდგარი ფინანსური ზარალისგან.
გინდათ სადაზღვევო საქმის სწავლა? ბოლო პერიოდში  აქტუალური გახდა სადაზღვევო სფეროს პრობლემებზე საუბარი. მათ შორის ერთ-ერთ საკვანძო საკითხს - კვალიფიციური კადრების ნაკლებობას - ამ სფეროს ექსპერტები იმით ხსნიან, რომ საქართველოში სადაზღვევო საქმის სწავლებას დიდი ყურადღება არ ეთმობა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან  ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის IPECC-ს დაარსება.
რისთვის ემზადებიან  შვეიცარიელი მზღვეველები?
შვეიცარიული უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Zurich Financial Services -მა განაცხადა, რომ მზადაა აზიის სტიქიური უბედურებების გამო, 500 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ცოტა ხნის წინ ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და იაპონიაში  ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, კომპანიას 500 მილიონი დოლარის გადახდა, სასამართლოს გზით, უკვე მოუწია. კომპანიის ციურიხის ოფისში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ პირველადი გადახდაა და თანხა ზარალის დეტალური ანალიზის შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2022
CREATED BY
Neomedia