საიტის საარქივო მასალა
სადაზღვევო კომპანია ”ალდაგი ბისიაი” -ის ახალი აქცია [27.10.2010]
კომპანია ”ალდაგი ბისიაის” ყველა მომხმარებელი, ვინც აქციის განმავლობაში დააზღვევს ავტომობილს, საჩუქრად საქართველოს სხვადასხვა კურორტზე 2-დღიან საგზურს მიიღებს. "ალდაგი ბისიაის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ივჩენკოს ინფორმაციით, მომხმარებელს შეეძლება თავად აირჩიოს, სად გაატაროს სასიამოვნო "უიქენდი" - ბათუმის შერატონში, სასტუმრო გუდაურში, M Group-ის კურორტ ყვარლის ტბაზე თუ ბაკურიანში.
სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” კერძო საპენსიო ფონდებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერას ითხოვს. კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი კვირიკაძის განცხადებით, სისტემა მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი რომ გახდეს და ხალხის დაინტერესება გამოიწვიოს, მთავრობის მხარდაჭერა და საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
“ალდაგი ბისიაიმ” მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა [21.10.2010]
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიმ ახალი მომსახურების ცენტრი გახსნა. ახალ სერვის ცენტრში შესაძლებელია ყველა სახის სადაზღვევო მომსახურების მიღება, მათ შორის, ზარალის ანაზღაურების მიღება როგორც ჯანმრთელობის, ასევე ავტომანქანის, ქონებისა თუ სხვა დაზღვევის სახეობებში.
ექიმებს რეკლამებში მონაწილეობა აეკრძალებათ [21.10.2010]