საიტის საარქივო მასალა
ჯიპიაი ჰოლდინგის უპრეცედენტო დაზღვევა [20.01.2011]
2011 წლის 20 იანვრიდან თურქული სატრანსპორტო კომპანია „ულუსოი“ და მისი პარტნიორი ჰოლანდიური კომპანია „ევროლაინი“ იწყებენ რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის განხორციელებას საქართველოდან თურქეთის და თურქეთიდან ევროპის მიმართულებით. „ულუსოი“ თურქეთისა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ოპერატორია, რომელიც ფლობს როგორც ავტობუსებს, ისე ავიახაზებს, გემებს და სხვა საშუალებებს.
ინტერვიუ დევი ხეჩინაშვილთან [11.01.2011]
The FINANCIAL-“საქართველოს სადაზღვევო კომპანიები უცხოელების მფლობელობის ქვეშ გადავა”
„სადაზღვევო სფერო გლობალური პროფესიონალური ბიზნესია. მსოფლიოს მოთამაშეები ბაზარზე ახალი ტექნოლოგიებითა და კაპიტალით შედიან. მომავალი გვიჩვენებს, რომ როდესაც საქართველო ინვესტორები სათვის უფრო მიმზიდველი გახდება, ინსტიტუციონური ინვესტორები ამ სფეროში ფულის ჩადებას დაიწყებენ. საერთაშორისო კომპანიების საქართველოში შემოსვლა უფრო მეტ კონკურენციას გამოიწვევს და ხარისხიც აიწევს,“ ამბობს ხეჩინაშვილი.

კრიზისმა სადაზღვევო სფეროს გვერდი აუარა [05.01.2011]
ნიკა გამყრელიძის თქმით, 2010 წელი ცალსახად უკეთესი იყო, ვიდრე 2009. მიმდინარე წელს სექტორი გაიზარდა და ფინანსური სიჯანსაღე გამტკიცდა. მისივე განმარტებით, 2011 წელს პრიორიტეტული ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტი იქნება, “ალდაგი ბისიაი” საავადმყოფოების მშენებლობა ში 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
სადაზღვევო კომპანიების საახალწლო შეთავაზებები [05.01.2011]
სიახლეებს დაზღვეულებს ძირითადად ბაზრის წამყვანი მოთამაშეები სთავაზობენ. ბაზრის ლიდერი “ალდაგი ბისიაი” სპეციალურ საჩუქარს ავტოდაზღვევის შემთხვევაში აკეთებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის ვინც ახალი წლის პერიოდში ავტომობილ ს მათთან დააზღვევს, უფასოდ მიიღებს საგზურს ყვარელში, გუდაურში ან „შერატონში“.
სიახლე ავტომობილების დაზღვევაში [23.12.2010]
სადაზღვევო კომპანიების ინიციატივით შეიქმნა სადაზღვევო საინფორმაციო ბიურო, რომლის მიზანი ავტოდაზღვევაში სადაზღვევო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზია. ეს სისტემა გამორიცხავს ორმაგი სადაზღვევო პოლისების არსებობის შესაძლებლობას, ქმნის მძღოლის სადაზღვევო ისტორიას რის საფუძველზეც მზღვეველს ეძლევა საშუალება ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს სადაზღვევო ტარიფებთან მიმართებაში.