საიტის საარქივო მასალა
ინტერვიუ თინათინ სტამბოლიშვილთან [12.03.2011]
საზღვარგარეთ გამგზავრებისას, სადაც სავიზო რეჟიმია, მგზავრი ვალდებულია სამოგზაურო დაზღვევა შეიძინოს. უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება მოხსნილია. გამოდის, რომ ისინი დაუზღვევლები არიან და არც კი ფიქრობენ ამაზე. არადა, სამოგზაურო დაზღვევა ძალიან იაფი ღირს, დღეში 1 ლარი და 50 ათასი ევროს ფარგლებში ფარავს საზღვარგარეთ მკურნალობას იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა. მოვუწოდებ, რომ ყველამ შეიძინოს ასეთი დაზღვევა და დაიცვან თავი. ასეთი დაზღვევის პოლისები იყიდება ყველა სადაზღვევო კომპანიაში და მათ შორის ჩვენი კომპანიის ოფისშიც.
ავტო დაზღვევის ინოვაციური პროდუქტი "აი სი ჯგუფისგან" [11.03.2011]
"აი სი ჯგუფი" საკუთარ მომხმარებელს ინოვაციურ ავტო დაზღვევის პროდუქტს შესთავაზებს, რომელიც განახლებული პირობებით და ტექნოლოგიური მხარდაჭერით უპრეცედენტოა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ახალი ავტო დაზღვევის პოლისის მიღება მომხმარებელს სადაზღვევო კომპანიაში ვიზიტის გარეშე ზუსტად 15 წუთში შეეძლება, დაზღვევის ყველა საჭირო პროცედურას სადაზღვევო აგენტები გამოძახების ადგილზე მოაგვარებენ.უფასო გამოკვლევა სტუდენტებს [07.03.2011]
სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს ფარისებრი ჯირკვლის უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ. კვალიფიცირებულმა ექიმებმა 650 სტუდენტი უახლესი ულტრასონოგრაფიული აპარატურით გამოიკვლიეს, რის შედეგადაც, 90 შემთხვევა გამოვლინდა. აქციის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია "იმედი ელმა" ლაბორატორია "მრჩეველში" დეტალური ჰორმონალური კვლევა უზრუნველყო.
საგაზაფხულო აქცია ქალბატონებს!-"ჯიპიაისგან" [04.03.2011]
სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგმა ქალბატონებისთვის სპეციალური საგაზაფხულო აქცია დაიწყო. კომპანიამ მძღოლ ქალბატონებს ავტომობილის დაზღვევის ექსკლუზიური პირობები შესთავაზა. თინათინ სტამბოლიშვილი, სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: ”გაზაფხულის პირველ თვეს ორი დღესასწაული ეძღვნება ქალებს. ჩვენც გვინდოდა ერთგვარი სიურპრიზი გაგვეკეთებინა ქალბატონებისთვის და შეგვეთავაზებინა სრულიად განსხვავებული პირობები.