საიტის საარქივო მასალა
2009 წლის ბაზრის მონაცემები [12.09.2010]
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" 2009 წლის მონაცემებით ბაზრის 19%-ს აკონტროლებს. კომპანიის პორტფელში სამედიცინო დაზღვევა 35,244 მლნ. ლარით ლიდერობს, მეორე ადგილზე 12,285 მლნ. ლარით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაა, ქონების დაზღვევა -8,627 მლნ. ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3,431 მლნ. ლარი.
ცხოველების დაზღვევა საქართველოში [12.09.2010]
სადაზღვევო კომპანია "ვესტი" ამუშავებს ცხოველთა დაზღვევის რამოდენიმე სახის პოლისს, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც მომსახურებით, ასევე ფასით. პოლისი მოიცავს ვეტერინარულ მომსახურებას: სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ცხოველს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური ვეტერინარები.
ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ქუთაისში [12.09.2010]
სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი იმერეთში ერთდროულად რამდენიმე კლინიკის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს. ალდაგი ბისიაი 6 კლინიკის აშენებას გეგმავს. ამ პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 8 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. ქუთაისში 6200 კვ. მეტრის მიწის ფართზე 70-საწოლიანი მრვალაპროფილური კლინიკა აშენდება.
”ჯიპიაი”-ს სრულიად ახალი ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევა მოიცავს თითქმის სრულ სამედიცინო მომსახურებას, გეგმიური ქირურგიის, ორსულობა/მშობიარობით სტომატოლოგიისა და მედიკამეტნების ჩათვლით
ქართული კომპანიები მარცვლეულს დააზღვევენ [12.09.2010]
„ალდაგი ბი სი აი“ ახალ პროდუქტზე მუშაობს. სადაზღვევო კომპანიები მარცვლეულის მოსავლის დაზღვევით დაინტერესდნენ. სადაზღვევო პროდუქტი ქართულ ბაზარზე ახლო მომავალში გამოჩნდება. მსოფლიო ბაზარზე ასეთი შეთავაზება დიდი პოპულარობით სარგებლობს.