საიტის საარქივო მასალა

ალდაგი ბისიაი -სოციალური პროექტი მესტიაში
სოციალურმა პროექტმა „გავულამაზოთ ერთი დღე ბავშვებს", 27 ივნისს მესტიის ბავშვთა სახლს უმასპინძლა, პროექტის ფარგლებში კომპანია სვანეთის ბავშვთა სახლის 25 აღსაზრდელს გაულამაზა ერთი დღე. ბავშვთა სახლის აღსაზრდელები მესტიაში ჩაერთვნენ სათავგადასავლო, სპორტულ-ინტელექტუალურ თამაშში. თამაშის ფარგლებში მათ აღმოაჩინეს დამარხულ განძი. ბავშვების გართობაზე ასევე იზრუნეს მულტიპულტის გმირებმა და ჯამბაზებმა.
აისი ჯგუფის ახალი საავადმყოფო
სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფმა ქალაქ ამბროლაურის საავადმყოფოს მშენებლობა დაასრულა. 25 საწოლიანი ჰოსპიტალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც მოსახლეობას მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფს. ცერემონიალი საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

სიახლე ავტოდაზღვევის მიმართულებით სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" ავტოდაზღვევის მიმართულებით სიახლე  დანერგა. დღეიდან ყველა მათგანს, ვინც "ჯიპიაი ჰოლდინგის" ავტოდაზღვევით სარგებლობს, გზებზე უფასო ავტო ასისიტანსის მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ. მომსახურებაში შედის საწვავის ადგილზე მიტანა, საბურავის გაბერვა, შეკეთება და გამოცვლა, კლიენტის უფასო ევაკუატორით უზრუნველყოფა.
საქველმოქმედო გალა კონცერტი ათენში
"ჯიპიაი ჰოლდინგის" თანადაფინანსებით და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებით 22 მაისს, ათენში საქველმოქმედო კონცერტი მოეწყო. კონცერტი ათენის ყველაზე პრესტიჟული დარბაზის „მეღარო მუსიკის“ სცენაზე გაიმართა. საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის , ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობა  2010 წელს დაიწყო. ამ პროექტის მხარდასაჭერად შეიქმნა ფონდი „ივერიისა“, რადგან ტაძარი მთლიანად ხალხის მიერ შემოწირული თანხებით შენდება.

IFC-ის 3 მილიონიანი ინვესტიცია
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს ჯანმრთელობის დაზღვევისა და მომსახურების კომპანიაში "არქიმედეს ჰელს დეველოფმენთს", რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოღვაწეობს. IFC -ის ინვესტიცია ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის დაზღვევისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოში და რეგიონის სხვა განვითარებად ბაზრებზე

არქივი

COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia