საიტის საარქივო მასალა
„ჰუალინგ დაზღვევა“ აქტიური ოპერირების დაწყებას 2018 წლის მეორე კვარტლიდან გეგმავს , — ამის შესახებ „კომერსანტს“ „ბაზისბანკში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარებს „ჰუალინგ დაზღვევის“ სადაზღვევო სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების შემუშავება. ასევე მიმდინარეობს ბაზრის კვლევაც.
2018 წლის 5 იანვრიდან სს "საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის წევრია. კომპანიამ სადაზღვევო ბაზარზე ოპერირება 2017 წლის ივლისის თვეში დაიწყო. 100 %-ით ქართული კაპიტალითაა შექმნილი და მისი მენეჯმენტი სადაზღვევო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული.
საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო ხდება. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, მთავრობამ იმ ობიექტების ნუსხა დაადგინა, რომელთაც მესამე პირის დაზღვევის ვალდებულეა ექნებათ. ცნობისათვის, მესამე პირად იგულისხმება მათ შორის ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტიც, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი.
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ნომრის მქონე ავტომობილების მფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებამ ორი თვით, მომავალი წლის პირველი იანვრის ნაცვლად, პირველ მარტამდე გადაიწია.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის განკარგულებით დამტკიცებული აგრო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობს ხუთი სადაზღვევო კომპანია" ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, აისი ჯგუფი, არდი და ალფა.
"საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია"
არქივი