საიტის საარქივო მასალა
გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უკვე აუნაზღაურა.სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე: უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსვლის მოტივაცია არ აქვთ [14.08.2015]
უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს არანაირი მოტივაცია არ აქვთ, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ. ამის შესახებ "კომერსანტთან" სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში უნიკალური ბაზარია, თუმცა ამ ბაზარს დაძვრა სჭირდება.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს [29.07.2015]
"ჯიპიაი ჰოლდინგი" კერძო პირების ავტომობილების სტიქიური რისკებისგან
დაზღვევას საკუთარ თავზე აიღებს. სადაზღვევო კომპანიის
გადაწყვეტილებით, 2015 წლის 3 აგვისტოდან ყველა ავტომფლობელს საქართველოში
შესაძლებლობა ექნება, დარეგისტრირდეს "ჯიპიაი ჰოლდინგის" სტიქიისგან
დაზღვევის პროგრამაში და მიიღოს სტიიქიისგან დაზღვევის პოლისი უფასოდ. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს ალდაგმა 232 ათასი ლარის ზარალი აუნაზღაურა [21.07.2015]
მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში ფერმერ გიორგი ებანოიძეს სეტყვის
შედეგად მიყენებული ზარალი სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უკვე აუნაზღაურა.
2015 წლის 20 ივნისს, სეტყვამ გიორგი ებანოიძეს ხახვის მოსავლის 75%
გაუნადგურა. სადაზღვევო ანაზღაურებამ 232 ათასი ლარი შეადგინა, რაც
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა გიორგი ებანოიძეს გამარტივებული პროცედურების
შედეგად, უმოკლეს ვადაში აუნაზღაურა.
დევი ხეჩინაშვილი – საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე, სადაც არ მოქმედებს არცერთი სავალდებულო დაზღვევა [06.07.2015]
13 მაისის სტიქიის შედეგად წარმოქმნილ ზარალზე და დაზღვევის კომპონენტის მნიშვნელობაზე, აგრეთვე სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვესაუბრებით საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტს, დევი ხეჩინაშვილს.