საიტის საარქივო მასალა
სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას’’ რებრენდინგი განხორციელდა და საწესდებო კაპიტალი გაიზარდა [04.03.2020]
„საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას“ ინფორმაციით, კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“-მა „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 აპრილის დადგენილებით დამტკიცებული აგრო დაზღვევის პროგრამაში მონაწილეობს რვა სადაზღვევო კომპანია: ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ევროინს ჯორჯია, არდი, ალფა, თიბისი დაზღვევა, საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი და გლობალ ბენეფიტს ჯორჯია.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი 2019 წელს აფასებს და ამბობს, რომ სექტორი საგრძნობლად გაიზარდა და ტემპებით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც კი გადაუსწრო. მისი თქმით, ეს არამარტო თანხაში, არამედ დაზღვეულთა რაოდენობაშიც აისახა.