საიტის საარქივო მასალა
ჯანდაცვის ახალი მინისტრი დაზღვეულებს დაიცავს [13.09.2010]
ჯანდაცვის ახალი მინისტრი სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა უფლებების დაცვას ერთ–ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს. მინისტრის პრიორიტეტებს შორისაა ასევე ჰოსპიტალური სექტორის განვითარება და სიღარიბესთან ბრძოლა. ურუშაძე მუშაობას სამინისტროს ძველ შემადგენლობასთან ერთად გეგმავს.
2009 წლის ბაზრის მონაცემები [12.09.2010]
სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი" 2009 წლის მონაცემებით ბაზრის 19%-ს აკონტროლებს. კომპანიის პორტფელში სამედიცინო დაზღვევა 35,244 მლნ. ლარით ლიდერობს, მეორე ადგილზე 12,285 მლნ. ლარით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევაა, ქონების დაზღვევა -8,627 მლნ. ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 3,431 მლნ. ლარი.
ცხოველების დაზღვევა საქართველოში [12.09.2010]
სადაზღვევო კომპანია "ვესტი" ამუშავებს ცხოველთა დაზღვევის რამოდენიმე სახის პოლისს, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან როგორც მომსახურებით, ასევე ფასით. პოლისი მოიცავს ვეტერინარულ მომსახურებას: სტაციონარულ და ამბულატორიულ მკურნალობას. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ცხოველს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური ვეტერინარები.
ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ქუთაისში [12.09.2010]