საიტის საარქივო მასალა
სტიქიასთან დაკავშირებით დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს [17.06.2015]
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური,სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია და სადაზღვევო ინდუსტრია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის შესახებ დასაგანგებო განცხადებას ავრცელებს.
,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“-ს განცხადება [17.06.2015]
,,სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი“ კვლავ საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ამ დროისათვის კომპანიაში შემოსულია 15 შეტყობინება, რომელთა ჯამური სადაზღვევო ლიმიტი 700,000 ლარს აღწევს.
სადაზღვევო კომპანია კოპენბურმა სტიქიით მიყენებული ზარალების ანაზღაურების გაცემა დაიწყო.ზარალების ადმინისტრირების სამსახურმა 24 საათიანი მუშაობის შედეგად მოახდინა ყველა დაზღვეული ობიექტის ადგილზე მონახულება. ყველა ის ავტომობილი, რომელიც აღდგენას ექვემდებარება გადაყვანილია სერვის ცენტრებში.